суббота, 10 ноября 2018 г.

პროექტის მერვე დღე

დღეს ვიმსჯელეთ,როგორ შევქნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის,ასევე როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდის და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.საინტერესო იყო!

пятница, 9 ноября 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

   გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები.
ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე.მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებაზე;კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,მადლობა ხათუნა!

суббота, 3 ноября 2018 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ნაყოფიერი და შრომატევადი დღე გამოვიდა.
მოვამზადე მოსწავლის ნაშრომები.
პრეზენტაცია და გაზეთი;
სიამოვნებით გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე; ველოდები კოლეგებისაგან და ჯგუფის წევრებისაგან კომენტარებს და შეფასებებს;

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ გაზეთი

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია