დღეს ვიმსჯელეთ,როგორ შევქნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის,ასევე როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდის და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.საინტერესო იყო!
ნაყოფიერი და შრომატევადი დღე გამოვიდა.
მოვამზადე მოსწავლის ნაშრომები.
პრეზენტაცია და გაზეთი;
სიამოვნებით გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე; ველოდები კოლეგებისაგან და ჯგუფის წევრებისაგან კომენტარებს და შეფასებებს;
ვისწავლე როგორ უნდა ავტვირთოთ ბლოგზე პრეზენტაციები;
გავეცანი ინტერნეტის დანიშნულებას პროექტებზე მუშაობის დროს;
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის პრეზენტაციას;
ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა დავადგინოთ ამა თუ იმ ინფორმაციის სანდოობა.
დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციების მომზადებაზე;
გავეცანით მომზადების ხერხებს და ნაირსახეობებს;
ასევე ვნახე სხვადასხვა პედაგოგების მიერ მომზადებული პროექტები და მისთვის გაკეთებული პუბლიკაციები.
საინტერესო ტრენინგი ჩანს,შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს.მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები..შევქმენით საქაღალდე.გავეცანით ახალ სასწავლო პროექტებს.